გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სანიაღვრე მილში გაჭედილი მიუსაფარი
ძაღლი იპოვეს და გადაარჩინეს.
როგორც ირკვევა, ძაღლი მდინარე თორთლას კალაპოტიდან სანიაღვრე არხის
გავლით ამოსვლას ცდილობდა, თუმცა გისოსების გამო არხიდან გამოსვლას
ვეღარ ახერხებდა.
სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქაშეთის საჯარო სკოლის
პედაგოგი სოფო ნარიაშვილი, მისი შვილი ნიკა ფურცელაძე და ბიძაშვილი
ნოშრევან ნარიაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები