ახალი ამბები
გორის ისტორიულ უბანში კაფე-რესტორანი „ქართლი“ გაიხსნა

გორის ძველ უბანს კიდევ ერთი ახალი კვების ობიექტი შეემატა. ყოფილი რესტორან „ქართლის“ ადგილას 23 აგვისტოს კაფე-რესტორანი „ქართლი“ გაიხსნა.

რესტორანი იმავე სახელწოდებას ატარებს, რომლითაც ეს ადგილი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ათწლეულების განმავლობაში იყო ცნობილი. ძველი რესტორანი „ქართლი“ განსაკუთრებით პოპულარული საბჭოთა პერიოდში, მათ შორის 1980-იან წლებში, იყო. მოგვიანებით, 1990-იან წლებში, რესტორანმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

ახალი კაფე-რესტორანი ყოფილი სასტუმრო „ქართლის“ შენობის პირველ სართულზეა განთავსებული, დიმიტრი ამილახვრის ქუჩის მხარეს. თავად შენობა გორის ისტორიული განაშენიანების ნაწილია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

არქივის ოფიციალურ კატალოგშიც ცალკე ფონდად არის მოხსენიებული „გორის სასტუმრო ქართლი“, რომლის დოკუმენტებიც 1948-1971 წლებს მოიცავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები