ახალი ამბები
სოფელ ბერშუეთში ოჯახს ბაღიდან ნახევარ ტონაზე მეტი პომიდორი მოპარეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშეუთში ოჯახს ბაღიდან პომიდორი მოპარეს. ინფორმაციას ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

ბერშუეთი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ცოტა ხნის ატმები მოიპარეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტშიც, ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანშიც.

,,მთელი წელი მუხლი არ ჩაუხრიათ, წესიერად არც უძინიათ, უზარმაზარ მიწის ნაკვეთებს უვლიან ბერშუეთში, ამ ზაფხულის ამინდებში ხარისგულა პომიდორი ახარეს და მოსავალი რომ უნდა აეღოთ, მთელი ბაღი გაკრეფილი დახვდათ მწიფიან მკუხიანად, (დაახლოებით 500- 600 კილო).

,,ვინც ეს ჩაიდინა, კარგად იცნობს აჩიკოს და მაიას ოჯახს, ისიც იცოდა, რომ იმ დღეს სახლში არ იყვნენ და საქურდლად შესაფერისი დრო შეარჩიეს... ვინც მშრომელი ადამიანების ოჯახი დააზარალა, გული ატკინა, ხალისი დაუკარგა, რომ დავწყევლო, ცოდვად არ უნდა მომეკითხოს.. ქურდო და გარეწარო, შენ არ გაიხარე, როგორც გეკუთვნოდეს, ისე მოიხმარე მაგ ნაქურდალში ნაშოვნი ფული.''- წერს ოჯახის ახლობელი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები