ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანია გორში მკვდარი ცხოველების პოვნის ფაქტს ეხმაურება

გორის წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც მოქალაქეებმა მკვდარი ცხოველები ნახეს, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიას არ წარმოადგენს.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს საზოგადოებაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ მკვდარი ძაღლი ტერიტორიაზე ყუთით არის მიტანილი. მოქალაქის განცხადებით, სწორედ ამ ადგილიდან მარაგდება ქალაქი გორი სასმელი წყლით.

ქალაქ გორის სასმელი წყლით მომარაგება კარალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკნარი წყლების სადრენაჟე სისტემის საშუალებით ხორციელდება.

არსებული ნორმების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია შემოსაზღვრული უნდა იყოს სანიტარული ღობით. რამდენად დაშორებულია სანიტარულ ღობეს ცხოველური ნარჩენები, კომპანიის განცხადებაში არ ჩანს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები