სექტემბრიდან გორის რამდენიმე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ცნობილი გახდა მერისა და სკოლების დირექტორების შეხვედრაზე.
როგორც „ქართლის ამბებმა“ გაარკვია, სექტემბრიდან დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები:
ტყვიავის საჯარო სკოლაში – სანიტარული კვანძების რეაბილიტაცია 9000 ლარი;
ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში – ოთახის მოწყობის სამუშაოები - 9000 ლარი;
ქვემო არცევის საჯარო სკოლაში – ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა, რომლისთვისაც 39 000 ლარია გათვალისწინებული.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიზანი სკოლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაა.
სტატიის გამოყენების პირობები