გორში 3 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა ლიახვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია. სამედიცინო დახმარება არცერთ პირს არ დასჭირვებია.
როგორც ადგილზე პოლიციას განუცხადეს, ავარიის მიზეზი გზაზე ქვეითის გადასვლა გახდა.
,,ქვეითი გადადიოდა, ერთმა შეანელა და დანარჩენები უკნიდან მოდიოდნენ და შეჯახება მოხდა,'' - ასეთია ავარიის წინასწარი ვერსია. მომხდარზე მოკვლევა გრძელდება.
სტატიის გამოყენების პირობები