გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მოზარდს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ დაახლოებით 16 საათზე მოხდა.
,,ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში მიიყვანეს, გუშინვე თბილისში გადაიყვანეს. როგორც გვაცნობეს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოტეხილობები აქვს და ოპერაციები დასჭირდება."- გვითხრეს ტირძნისის საჯარო სკოლაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები