შსს-ს ცნობით, შიდა ქართლში ცეცხლსასროლი იარაღები საპოლიციო ღონისძიების დროს ამოიღეს.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი ღინისძიებების შედეგად იარაღი ამოიღეს კიდევ 3 რეგიონში.
შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 5 პირი დააკავეს."
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ათეულობით საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები." - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიის გამოყენების პირობები