ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა რაოდენობა მცირდება

ტანას ხეობის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლაში ორი წელია პირველკლასელი არ დარეგისტირებულა.

როგორც სკოლაში ,,ქართლის ამბებს'' განუცხადეს, ამ ეტაპზე სასწავლებელში სულ 32 მოსწავლე სწავლობს. ბოშურის საჯარო სკოლით სარგებლობენ შემდეგი სოფლები: ბობნევი, ბისიი, ორმოცი, ზემო ბოშური, ქვემო ბოშური, ყველაანთუბანი, გაგლოანთუბანი, ლევიტანა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რესურსცენტრის ცნობით, 15 სექტემბერს სკოლაში ჯამში 1197 პირველკლასელი მივიდა, რაც გასულ წელთან შედარებით საკმაოდ შემცირებულია.

2021 წლიდან დღემდე დინამიკა აჩვენებს, რომ პირველკლასელთა რაოდენობა გორის მუნიციპალიტეტში მკვეთრად მცირდება:

2026 წელი - 1197

2025 წელი - 1350

2024 წელი - 1470

2023 წელი - 1592

2021 წელი - 1765

Print

სტატიის გამოყენების პირობები