საოკუპაციო ხაზთან მდებარე 7 სოფლის გამგებელს ოფისი არა აქვს. ერთი წელია, რაც ის და მისის სპეციალისტები სახლიდან მუშაობენ.
სოფელ ბრეძის ადმინისტრაცია ემსახურება ბრეძის, აბანოს, საციხურის, ჭვრინისის, კოდის, ატოცისა და გულიკაანთ უბნის მოსახლეობას. ყველა სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 2025 წელს ძლიერმა ქარმა ადმინისტრაციულ შენობას სახურავი გადახადა.
ადგილობრივების განმარტებით, ქარელის მერის წარმომადგენელი და მისი სპეციალისტები მოსახლეობას საკუთარი საცხოვრებელ სახლებიდან ემსახურებიან.
სტატიის გამოყენების პირობები