,,როცა გაჭირვება იყო, მაშინ კლასში 30 მოსწავლე ვიყავით, ამას ვამბობ 90-იან წლებზე. როცა მართლა გაჭირვება იყო" - გვითხრეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში.
2026-27 სასწავლო წლისთვის სკოლაში პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა.
დღეის მდგომარეობით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში 14 მოსწავლე სწავლობს. საბავშვო ბაღში 11 აღსაზრდელია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახები გაჭირვების გამო სოფელს ტოვებენ. ის ახალგაზრდები კი ვინც რჩებიან, დაოჯახებას ვერ ახერხებენ.
სტატიის გამოყენების პირობები