,,კასპობა" წელს 10 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაული მოძრავია და შარშან 21 სექტემბერს აღინიშნა.
კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ ნონიაშვილის ცნობით, ღონისძიება კონცერტით დასრულდება.
,,მოსახლეობის მოთხოვნით შევარჩიეთ ჯგუფი ,,ბანი", ასევე მოვიწვიეთ მომღერალი დოდონა ნამორაძე" - აღნიშნულია თამარ ნონიაშვილის მოხსენებით ბარათში.
ჯგუფი ,,ბანი" 15 000 ლარს მიიღებს, დოდონა ნამორაძე კი - 5000 ლარს.
სტატიის გამოყენების პირობები