ახალი ამბები
საპროტესტო აქცია გორის მერიასთან - ყოფილი თანამშრომელი დისკრიმინაციაზე საუბრობს

„ასე მოვალ ყოველდღე და ასე დავხვდები. უნდა შეწყვიტოს გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ დისკრიმინაციული მიდგომა" - გორის მერის მიერ გაუქმებული სპორტის განყოფილების წარმომადგენელმა, თეა კეჩხუაშვილმა დღეს დილით მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა.

იგი სამსახურში დაბრუნებას და სპორტის განყოფილების აღდგენას ითხოვს.

2026 წლის 15 აგვისტოდან გორის მერიაში, კონსტანტინე ბუზალაძის ინიციატივით, სპორტის განყოფილება გაუქმდა. განყოფილების ყველა თანამშრომელი, გარდა თეა კეჩხუაშვილისა, დაასაქმეს.

თეა კეჩხუაშვილის განმარტებით, სპორტის განყოფილება მის გასათავისუფლებლად გაუქმდა, რადგან სხვა სამართლებრივი გზა ვერ მოძებნეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები