გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის ცენტრში მანქანა ამობრუნდა. როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, შემთხვევა დღეს საღამოს ავტობუსის გაჩერებასთან და სკვერთან ახლოს მოხდა.
ტინისხიდში მერის წარმომადგენლის, დავით ავაზნელის განმარტებით, მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი:
„მანქანა ამობრუნდა, არავის შეჯახებია. არც სკვერთან და არც გაჩერებასთან არავის შეექმნა საფრთხე. თვითონ დაშავდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი", - განაცხადა მერის წარმომადგენელმა.
სტატიის გამოყენების პირობები