გორში, ლომჭაბუკის სკვერში, პარლამენტის წევრისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, გიორგი სოსიაშვილისთვის ტრიბუნას ამზადებენ.
როგორც გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, მარლენ ნადირაძემ განაცხადა, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი საკრებულოს წევრებს, კერძოდ კი „ქალთა და ბავშვთა საბჭოს“ წარმომადგენლებს დავით აღმაშენებლის შესახებ ლექციას წაუკითხავს. აღნიშნული საბჭო, რომელშიც საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ერთიანდებიან, 2025 წლის ივლისში ჩამოყალიბდა.
ცნობისთვის, ლომჭაბუკის სკვერში უნდა ჩატარებულიყო „კამარა ფესტივალი“. თუმცა, მასში მუსიკოს კორძის მონაწილეობა პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებმა გააპროტესტეს. სახელისუფლებო გუნდისა და მედიების შეტევის შემდეგ ფესტივალი ჩაიშალა.
სტატიის გამოყენების პირობები