ახალი ამბები
ჩაშლილი ფესტივალი გორში - ევროკავშირის საელჩო განცხადებას ავრცელებს

გორში 26 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გადადების შესახებ ევროკავშირის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ „კრეატიული კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, მის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს.

30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში - ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, „კამარა ფესტივალის" ჩატარება მმართველი გუნდისა და სამთავრობო მედიის შეტევის შემდეგ გადაიდო. ღონისძიება მუსიკოს კორძს უნდა დაესრულებინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები