ახალი ამბები
მერია ავტობანთან მცირე მეწარმეს აბრის დემონტაჟს სთხოვს

გორის მერიის მტკიცებით, ავტობანზე, ბერბუკის გადასახვევზე უკანონო მშენებლობა გამოვლინდა.

როგორც მცირე მეწარმე, შმაგი ხუბულური აცხადებს, მერიის წარმომადგენლებმა „კაფე-საცხობის" აბრის დემონტაჟი მოსთხოვეს.

„მძღოლებს ყურადღებას უფანტავსო... ამოვლენ დღეს და დემონტაჟს მოახდენენ. ვფიქრობ ახლა, როგორ და რა გზებით შეიძლება ყურადღება მივაქცევინო ჩემს საცხობისკენ," - აცხადებს შმაგი ხუბულური.

Print

სტატიის გამოყენების პირობები