ახალი ამბები
„მუნიციპალიტეტი ორგანიზატორებს გაბრაზებული ბრბოთი დაემუქრა“ - კორძი ჩაშლილ ფესტივალზე

„გორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ღონისძიების ორგანიზატორებს „გაბრაზებული ბრბოთი“ დაემუქრა, თუ ისინი ჩემს პერფორმანსს არ გააუქმებდნენ... ღონისძიების სპონსორები (ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი) ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია. მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის", - დაწერა მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ (Kordz) მას შემდეგ, რაც 26 სექტემბერს გორში დაგეგმილი ფესტივალი გაუქმდა.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ კონცერტების გაუქმება ახალი დაბალი დონეა და ორგანიზატორების მხრიდან მცირედი მხარდაჭერა მაინც იქნებოდა საჭირო. აღნიშნულ მოვლენებს მუსიკოსი მის მიმართ სამთავრობო მედიისა და პარლამენტის წევრების ერთკვირიან კამპანიურ თავდასხმას უკავშირებს.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს გორში, „ხელოვნების სახლში" დაგეგმილი „კამარა ფესტივალი" აღარ ტარდება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მიიღეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები