გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი-ქიწნისის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ის კლინიკაში იყო გადაყვანილი.
დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ასევე კლინიკაშია მოთავსებული. ქალს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება.
ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი, წინასწარი ინფორმაციით, გზის განაპირას იყო გაჩერებული.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები