ახალი ამბები
ქვახვრელში სასმელი წყლის სამუშაოები 10 დღეში დაიწყება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი 10 დღეში დაიწყება.

ამის შესახებ იმ დოკუმენტშია საუბარი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გია წვერავამ კომპანია ,,ექსტერნს" 2016 წლის 4 აპრილს გაუგზავნა.

გია წვერავა ,,ექსტერნის" ხელმძღვანელს ატყობინებს, რომ მისი კომპანია ტენდერში გამარჯვებულია, ხოლო 10 დღის განმავლობაში ხელშეკრულების გასაფორმებლად მოემზადოს.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

სამუშაოების შესრულების გრაფიკი კომპანიამ უკვე წარადგინა.

ჯამური ღირებულება, რასაც ,,ექსტერნი" 6 თვის განმავლობაში შეასრულებს, 788 000 ლარია.

ტენდერის საწყისი ფასი კი 985 ათასი ლარი იყო.

გეგმის მიხედვით, მოსამზადებელი სამუშაოები პირველ თვეს დაიწყება. მეორე თვიდან საქლორატოროს აშენება იგეგმება. მესამე თვიდად რეზერვუარების გაკეთება და რკინაბეტონის ჭების მონტაჟი დაიწყება.

მაგისტრალური ქსელის მოწყობა მეოთხე თვიდან დაიწყება, ხოლო ბოლო მეექსვე თვეს სათავეზე ჭაბურღილის დაბურღვა და ტუმბოების მოწყობა განხორციელდება.







იხ. ამავე თემაზე:

გამგებლის მომხრე დეპუტატები ქვახვრელი-ატენი-ხიდისთავის მილიონიან პროექტებს აპროტესტებენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები