ახალი ამბები
გორში მსხვილმა სუპერმარკეტებმა ღამის ცვლაში მუშაობა შეწყვიტეს

გორში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მსხვილი ქსელური სუპერმარკეტების ნაწილმა ღამის ცვლაში მუშაობა შეწყვიტა.

ობიექტები, რომლებიც მომხმარებლებს აქამდე 24 საათის განმავლობაში ემსახურებოდნენ, ღამით დაკეტილია. ერთადერთი სუპერმარკეტი, რომელიც მუშაობას ღამის ცვლაშიც აგრძელებს, სტალინის ბაღთან მდებარეობს.

ოფიციალური მიზეზი, თუ რატომ შეწყვიტა გორში სუპერმარკეტების ნაწილმა 24-საათიანი მომსახურება, ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, რამდენიმე ობიექტში გამოკრულია განცხადებები მოლარე-კონსულტანტების ვაკანსიების შესახებ, რაც სამუშაო ძალის შესაძლო დეფიციტზე მიანიშნებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები