ახალი ამბები
უფლისციხის სკოლის სრული რეაბილიტაცია იწყება - პროექტისთვის 7.9 მლნ ლარია გამოყოფილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში ოქტომბრიდან მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაიწყება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, 1970-იან წლებში აშენებული შენობის გარკვეული ნაწილები გამაგრებას საჭიროებს. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სკოლაში განსაკუთრებით საფრთხის შემცველია კიბეები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და ის ამჟამად კომპანიების შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 7.9 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო სამუშაოები 16 თვეში უნდა დასრულდეს.

წინასწარი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პერიოდში უფლისციხის სკოლის მოსწავლეებს მეზობლად, ქვახვრელის საჯარო სკოლაში გადაანაწილებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები