გორელი ემიგრანტი სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო 500 ლარით დააჯარიმეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის (ე.წ. სქროლვა-სქრინვის) სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, მოქალაქე გუგუტიშვილის კომენტარი „ფეისბუქზე“ უწყების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.
აღნიშნული კომენტარის საფუძველზე, სამმართველომ სასამართლოს მიმართა და მოქალაქის ხულიგნობის მუხლით დაჯარიმება მოითხოვა. ცნობილია, რომ გუგუტიშვილს ოფიციალური უწყება ვერ ჩააბარეს, რადგან ის ამჟამად უცხოეთში იმყოფება.
„მაგას ვერ გავიმეორებ რა ეწერა, სად ეწერა, ეს საქმის მასალებშია. ეს კომენტარი შეიძლება მედიის გვერდზე იყო, შეიძლება - არა", - განაცხადა ე.წ. სქროლვა-სქრინვის სამმართველოს წარმომადგენელმა.
სტატიის გამოყენების პირობები