ახალი ამბები
გორში დედისა და დის მიმართ ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

გორში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც დედისა და დის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ედება ბრალი.

პროკურორ ბარბარა ჩხეიძის განცხადებით, ბრალდებული 50 წლამდე ასაკისაა. პროკურორმა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს დღეს მიმართა.

მისივე განმარტებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 151-ე (მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები