„მე არ მინდოდა ჩივილი შვილისთვის. ეს ყველაფერი კასპის პოლიციაში დაწერეს“, - განაცხადა დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულმა.
კასპის მუნიციპალიტეტში დედის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა ბარბარა ჩხეიძემ დაზარალებულს ინციდენტის ღამის გახსენება სთხოვა.
„დაახლოებით 10 საათი იქნებოდა, ვიწექი უკვე, როცა ჩემი შვილი მოვიდა. საჭმელი რა გვაქვსო“, - იხსენებს დაზარალებული.
სტატიის გამოყენების პირობები