102 წლის ასაკში გარდაიცვალა შალვა გოჩიტაშვილი — მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი მონაწილე შიდა ქართლიდან. იგი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში ცხოვრობდა.
ინფორმაციას ვეტერანის გარდაცვალების შესახებ მისი შვილი, გოჩა გოჩიტაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ფაშისტების უკანასკნელმა რისხვამ ამ დილით გადაინაცვლა სამუდამო სასუფეველში... ნათელი მის სულს“, - წერს გოჩა გოჩიტაშვილი.
ცნობისთვის, გამოცემა „ქართლის ამბებმა“ შალვა გოჩიტაშვილთან ინტერვიუ გასულ, 2025 წელს, მის 101 წლის იუბილეზე ჩაწერა.
სტატიის გამოყენების პირობები