ახალი ამბები
ფიზიკური დაპირისპირება გორის ცენტრში - პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირები სამმართველოში გადაიყვანა

გორის ცენტრში, ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

სამართალდამცველებმა დაპირისპირებაში მხილებული პირები პოლიციის სამმართველოში უკვე გადაიყვანეს.

არსებული წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთ აზარტული თამაშების კლუბში დაიწყო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები