ახალი ამბები
ზემოსერის ტყეში „ხაშურობა“ იმართება - შიდა ქართლის დღეობების ციკლი იხსნება

დღეს ზემოსერი ტყეში მერია სახალხო დღესასწაულს — „ხაშურობას“ მართავს. აღნიშნული ღონისძიებით შიდა ქართლის ქალაქების დღეობების ციკლი იხსნება, რომელსაც თითო კვირის ინტერვალით კასპი, ქარელი და გორი შეუერთდებიან.

როგორც ცნობილია, „ხაშურობის“ ორგანიზორობა ინდმეწარმეს აქვს დავალებული, რომელსაც შესაბამისი მომსახურებისთვის 93 000 ლარი გადაუხადეს.

სახალხო დღესასწაული გვიან საღამოს 20-წლიანი გამოცდილების მქონე რეპერის, ზაზა ნოზაძის კონცერტით დასრულდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები