ლიეტუვის მთავრობის დაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ბერბუკისა და შავშვების დევნილთა დასახლებებში მზის ელექტროსადგურები აშენდა. ახალი ენერგეტიკული ობიექტები უკვე ოფიციალურად გაიხსნა.
ელექტროსადგურების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსტასიც დაესწრო.
ერედვის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
სტატიის გამოყენების პირობები