გორში, მე-9 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირების სამსახურის თანამშრომლებმა გაჩერებული ავტომობილების დაჯარიმება დაიწყეს.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავად მოსწავლეების მშობლები ავრცელებენ. მათი განცხადებით, პარკირების წესების დარღვევის მოტივით მათ უკვე მიუვიდათ შესაბამისი საჯარიმო ქვითრები.
ცნობისთვის, მე-9 საჯარო სკოლა ქალაქის ცენტრში, სტალინის გამზირზე მდებარეობს. შენობის წინ არსებულ ტერიტორიაზე ავტომობილებს ძირითადად ის მშობლები აჩერებენ, ვისაც ბავშვები სკოლაში მიჰყავს ან სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მათ გამოსვლას ელოდება. სწორედ ისინი აღმოჩნდნენ დაჯარიმებულთა უმრავლესობაში.
სტატიის გამოყენების პირობები