ახალი ამბები
კასპში ადგილობრივების ინიციატივითა და შემოწირულობებით სხვილოს ციხე განათდა

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საკუთარი ფინანსური სახსრებით გაანათეს.

აღნიშნული სამოქალაქო ინიციატივა სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ მოქალაქეს, საზოგადოებისთვის მარიამ ქართველის სახელით ცნობილ პირს ეკუთვნის. როგორც ცნობილია, პროექტის განსახორციელებლად და სამუშაოების დასაწყებად ინიციატორებმა შესაბამისი ნებართვა კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან წინასწარ მოიპოვეს.

ისტორიული ძეგლის გასანათებლად საჭირო თანხის შეგროვება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ინიციატორის ინფორმაციით, პროცესში საზოგადოება აქტიურად ჩაერთო და შემოწირულობა ქვემო ჭალის თემის თითქმის ყველა დასახლების მცხოვრებლებმა გაიღეს, რის შედეგადაც სხვილოს ციხის განათება წარმატებით დასრულდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები