2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, გორის მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილების თანამშრომლებმა საერთო ჯამში 28 040 საჯარიმო ოქმი შეადგინეს.
ინსპექციის მიერ წარმოდგენილი 11 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სამართალდარღვევები ძირითადად სამ კატეგორიად ნაწილდება:
პარკირების საფასურის გადაუხდელობა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125⁴ მუხლის პირველი ნაწილი) — ყველაზე გავრცელებული დარღვევა, რაზეც 18 913 საჯარიმო ოქმი შედგა. ეს მაჩვენებელი საერთო რაოდენობის დაახლოებით 67.5%-ს შეადგენს.
პარკირების დგომის წესების დარღვევა (125⁴ მუხლის მეორე ნაწილი) — 9 013 შემთხვევა, რაც გამოწერილი ჯარიმების 32.1%-ია.
მოძრაობის წესების დარღვევა (125-ე მუხლის მე-5 ნაწილი) — 114 საჯარიმო ოქმი, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.4%-ს უტოლდება.
როგორც გორის მუნიციპალურ ინსპექციაში აღნიშნავენ, გამოწერილმა ჯარიმებმა და რეგულაციების აღსრულებამ დადებითი შედეგი გამოიღო. მათი ინფორმაციით, ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ზრდის ფონზე, საანგარიშო პერიოდში მოქალაქეებმა 21 472 პარკირების ნებართვა (საშვი) შეიძინეს.
სტატიის გამოყენების პირობები