ახალი ამბები
ძალადობის მსხვერპლ 97 წლის ქალს ექსპერტიზა უტარდება
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 97 წლის ქალზე ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მოხუცის ახლობლები ესაუბრნენ.

მოხუცს სახლში მომვლელი ჰყავდა, რომელიც ძალადობის ფაქტს შეესწრო, ხოლო მოძალადე მამაკაცი სახლიდან გააგდო.

სხვადასხვა სააგენტოებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მცდელობას.

ამჟამად, მოხუცს ექსპერტიზა უტარდება. ქალბატონზე ფიზიკური ძალადობის ნიშნები დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურით ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

ძალადობაში ბრალდებული ბევრჯერ ნასამართლევია, რომელსაც მსგავს ფაქტებზე თანასოფლელებს ბევრჯერ შეუნიშნავთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები