ახალი ამბები
„ციხეზე ჩემი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ“ - ყოფილი პატიმრის წერილი შიდა ქართლიდან
„ციხეზე ჩემი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ“, - ასე იწყებს წერილს შიდა ქართლში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ვეცდები, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გაგიზიაროთ, რაც ვნახე და გავიარე.

შესასვლელშივე არის ხალხი, იღებენ პატიმრებს, ორიოდე სიტყვით ეკითხებიან, რისთვის ხარ დაჭერილი, რაღაცეებს ავსებენ ჟურნალებში და კომპიუტერებში. მერე გამოწმებენ ცალკე, დახურულ ოთახში, გაშიშვლებენ, ხომ არაფერი გაქვს შეტანილი გარედან და მალავ (სტანდარტული პროცედურაა). მერე გადიხარ ექიმთან გასაუბრებაზე: რამე ხომ არ გაწუხებს, რამე წამლებს ხომ არ იღებდი გარეთ; რომ, თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, საკანში თვითონ მოგიტანენ. ზოგს წამალს ან ზოგზე დაშვებას გააკეთებენ შენს სახელზე, თუ წამალი კონტროლდება, რომ შეძლო ყიდვა შენი საკნიდან.

ყურადღება შესასვლელშივე მიიქცია ბრახუნმა საკნიდან, სადაც, როგორც გავარკვიე, ფსიქოლოგიური პრობლემით იყო პატიმარი, რომელიც, არ მინდა მოვიტყუო, ზუსტად არ მახსოვს, რაღაცას კონკრეტულს ყვიროდა თუ უბრალოდ ხმაურობდა და აბრახუნებდა საკმაოდ მაღალ ხმაზე. და მითხრეს, რომ სასწრაფო უკვე გამოძახებული იყო. ეგეც ერთი მინუსია, რომ ეგეთი პრობლემით არ უნდა გააჩერონ საკანში და თავიანთი ტრანსპორტით უნდა გადაიყვანონ.

შემდეგ გადამიყვანეს კარანტინში - ადგილია, სადაც დაპატიმრებულები ჰყავთ, სანამ საკნებში გაანაწილებენ. მე, სადაც ვიყავი, გლდანში, იმ კონკრეტულ კარანტინში, თუ სწორად მახსოვს, 6 ნომერი იყო და სადღაც 5-6 ვიყავით. იყო ბევრი ტარაკნები თუ მსგავსი, სხვადასხვა ჯიშის რაღაცეები. იმდენი იყო, რომ ფიზიკურად ვერ მოკლავ ყველას. გადმოდიან, სხვადასხვა ხვრელებიდან შემოდიან. ზოგი დატოვებულ საჭმელზე დაცოცავს, ზოგი კედლებზე, საწოლებთან და საითაც არ უნდა გაიხედო, მოკლედ, თითქმის ყველგან იყო.

აი, რომ იწვე კედელთან ახლოს, ცხვირწინ ჩამოიტასავებს ერთი, გაიტასავებს მეორე და ასეთი ჯიგრული სიტუაციაა. და მანდ სადღაც მაქსიმუმ კვირამდე თუ 3-4 დღე აჩერებენ, როგორც ვიცი. მერე ერთმა პატიმარმა მომიყვა, ჩვენთან კარანტინში ვაფშე ვირთხები დარბოდნენო. მოკლედ, ევროტური ვისაც ნანახი გაქვთ, ბრატისლავას ატმოსფეროა...

მეორე დღეს ამიყვანეს საკანში. ჯერ ერთგან ვიყავი, სადაც დაახლოებით 10 პატიმარი იყო და იქ, სადაც დასაწოლი ადგილი იყო, მოკლედ, არავინ წვებოდა, იმიტომ, რომ კედელი ძაან იჟღინთებოდა. გვერდით აბანო იყო, კედლის იქით, და გასარემონტებელი სიტუაცია, მოკლედ. და ჩემამდე ვინც იყო, იმას ვაფშე იატაკზე ეგდო ხოლმე ლეიბიო.

მოკლედ, იმ საკანში პატიმრებმა ბადრაგებს დაუძახეს, რომ აქ წყალი ჩამოდის და აქ ხომ არ დავაწვენთ კაცს, რამე საკანი იქნებ ნახოთ, ადგილი რომ იყოსო. და მოკლედ, მოვძებნითო. და მომიწია იქ გაჩერება, სანამ ნახეს ერთი 2 საათი, ალბათ.

საკანში ყურადღება მიიქცია სათამაშო კონსოლმა, სონი ფლეისთეიშენმა, და რაღაცნაირად მესიამოვნა ეგ ფაქტი, რომ მეთქი, ვაა, საქართველოში ციხეში ასეთი რაღაც რომ ვნახე, პატიმრები დროს მაინც გაიყვანენ, ითამაშებენ ან რამეთქო. ტელევიზორია, კომპიუტერია და, მოკლედ, ეგ ფაქტი მომეწონა.

მოკლედ, გადავედი, იმ ღამით დავბინავდი. მოწესრიგებული საკანი იყო და, მოკლედ, ასეთი სიტუაციაა ციხეში: გიმზადებენ პლასტიკურ ბარათს, ყიდულობ თითქმის ყველაფერს, რაც მარკეტებში და აფთიაქებშია — საჭმელი, სასმელი თუ თავის მოვლის საშუალებები. რამე ისეთი თუ გინდა, ტელევიზორი ან კომპიუტერი, ან წვერსაპარსი მანქანა, ეგეთ რაღაცეებს წინასწარ შეთანხმება ჭირდება, რომ უფლება მოგცენ ყიდვის სახელით და გვარით აღირიცხება მსგავსი ნივთები. თან ზოგ რაღაცას შეიძლება დღეები, კვირები ან თვეც კი დასჭირდეს.

საკნები მოწმდება დილით და საღამოს. კვება დღეში სამჯერ. საჭმელის მხრივ ცუდი სიტუაცია არაა. ნუ, ყოველ შემთხვევაში, რესტორნის შემწვარ-მოხრაკულებს მე არ დავეძებ, მაგრამ, ნუ, შემწვარ-მოხრაკულებიც არის ხოლმე, თევზი, კატლეტი, წათამი, წვნიანებიც, ჩაი, კომპოტი და ვერ იტყვი, რომ კვების მხრივ ცუდი სიტუაციაა. ვისთვის როგორ, მე ძაან წუნია არ ვარ.

დარეკვის მხრივ ცუდი სიტუაციაა. 2 დღეში ერთხელ შეგიძლია დარეკვა და ძაან შეზღუდული გაქვს დრო. მაგალითად, საკანში 6 პატიმარი თუა, საკანს დარეკვის დღეს ეძლევა 30 წუთი, თითო პატიმარზე გამოდის 5 წუთი სულ. მაგრამ ამ 5 წუთში უნდა ჩაეტიო და ისეთი სიტუაციაა: ჩქარი ნაბიჯით მიდიხარ ტელეფონამდე, მერე აკრეფვას დრო უნდა, დარეკვას დრო უნდა და საკანშიც მალე უნდა დაბრუნდე, რომ სხვას ის 5 წუთი დაუტოვო იგივე სიტუაციისთვის. და გამოდის, მთლიანობაში, ალბათ, მაქსიმუმ 2-3 წუთს თუ ილაპარაკებ.

თუ რომელიმე პატიმარს არ სურს დარეკვა, შესაძლებელია იმის 5 წუთზე შეთანხმება და ვისაც საქმე აქვს, ის გამოიყენებს. მოკლედ, საქმეზე რომ დაგჭირდეს ან ადვოკატს რამეზე ნორმალურად დაურეკო და დაელაპარაკო, ან საახლობლოში რომ გინდოდეს გადარეკვა-გადმორეკვა, ახალი დაჭერილი თუ ხარ, რომ მოაგვარო ან ადვოკატები, ან ფინანსური მხარე, ძაან რთულია დარეკვის წესებიდან გამომდინარე რამის დროზე მოგვარება. სულ მოსწრებაზე ხარ და მაგარი ცუდი სიტუაციაა ტელეფონის მხრივ.

მოკლედ, ვიცოდი, რომ რაღაცას გამიჩალიჩებდნენ ციხეში ჩემი პოლიტიკური აქტივობების გამო, შურს იძიებდნენ, როგორც გიორგი ბაჩიაშვილს გაუჩალიჩეს, ვიღაც რომ შეუგზავნეს და რომ აცემინეს, ვითომ თვითონ მოუვიდათ ჩხუბიო. ასეთ რამეს ველოდებოდი, რომ ან დაემძიმებინათ მერე მუხლი, ან რამე მსგავსი მოტივით, იმიტომ, რომ შესწავლილი მყავს მმართველების ფსიქოტიპაჟები და ისედაც გარეთაც ბევრჯერ მიგრძნია, რომ „ზემოთ“ ვიღაც გადამეკიდა.

და აქვე, პროტოკოლისთვის, ე.წ. deep state-ის წინააღმდეგ ფლანგზე ვიბრძოდი და ქოცებს ვაძლევდი პაძეშკას, მიუხედავად იმისა, რომ მაგრად გამამწარეს დაჭერამდე, მარა მე, ქვეყანას რომ ჭირდებოდა, მეთქი, მტერს ხელი არ შევუწყოთქო, და გაჭირვებით მოვითმინე. და თან ინფორმაციულ ომში ამათ მხარეს ვიბრძოდი. 2024-ის არჩევნებს რომ ომობანა მოყვა, მაგ პერიოდზე მაქვს საუბარი, დასავლეთმა და ევროპამ რომ ჩვენთვის მიუღებელი რაღაცეები მოგვთხოვეს.

ასეც მოხდა, გამართლდა ჩემი ვარაუდები. ალბათ, ვიღაცას რაღაცას დაპირდნენ, როგორც ხდება ხოლმე არჩევნების დროს - ან სასჯელის შემცირებას, ან განთავისუფლებას - და უკვე ფუსფუსზე და რაღაცეებზე შევატყვე, მოკლედ, რომ რაღაცას გეგმავდნენ ჩემს წინააღმდეგ. და ასეც მოხდა: მიზანმიმართულად რომ ცდილობს ვიღაც, რომ სიტყვით მაინც გამოგიწვიოს, რომ რამე მოხდეს — ან ჩხუბი, ან შელაპარაკება - რომ ან მუხლი დაგიმძიმონ, ან სამარტოვოში გადაგიყვანონ. და, მოკლედ, დაგეგმილი შელაპარაკებაც მოხდა და გადამიყვანეს სამარტოვო საკანში.

მაგრამ ჩემი მოთხოვნით მოვითხოვე გადაყვანა, იმიტომ, რომ ვინმე დაგეშილი შემომაკვდებოდა, სავარაუდოდ. ვერ მოუთმენდი, ვიცი ჩემი თავის ამბავი, და მეთქი, ესე ჯობიათქო და მოვითხოვე გადაყვანა. და, მოკლედ, ჩემი ფიქრებით ჩავუშალე იმის გეგმა, რომ ჩხუბზე და ცუდ ქცევაზე მუხლი დაემატებინათ და სასჯელი მოემატებინათ.

ეს ყველაფერი იმიტომ აწყობდათ და უნდოდათ, რომ ელიტურ კორუფციაზე მაქვს მტკიცებულებები, თან ისეთი, რომ ვერცერთი მოსამართლე თვალს ვერ დახუჭავს. ისეთი ფაქტები და ისეთი წერტილები ერთდება და ისეთი სურათი იწყობა, რომ ყველაზე მოსყიდულ მოსამართლესაც კი მოუწევს მათი გამტყუნება და ჩემი გამართლება. და ეს ეხება მაფიოზურ მმართველობას, ე.წ. ელიტურ კორუფციას და ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა ხომ ყველამ ვიცით, ან ტენდერები და რაღაცეები, მაგრამ ეს უფრო სხვა ლეველია, რომელიც არ გსმენიათ ჯერ ქოცებზე.

თავს რომ იწონებენ, რომ აი, მიშასნაირად ბიზნესს არ ატერორებენ და ხალხს ქონებას არ ართმევდნენ, ჩემზე პირადად ფულის ახევა უნდოდათ მაფიოზურად, რადგან გაიგეს, რომ 1 500 000 ლარი მქონა მოგებული და თვალები გადაებინდათ.

არადა, რას წარმოვიდგენდი, მილიარდერი ტიპი ეგეთნაირად თუ მოიქცეოდა. მაგისთვის ხო მილიონ-ნახევარი სემიჩკის ფულია და თავი სიზმარში მეგონა.

ნუ, მოკლედ, რომ ვთქვათ, კრიმინალებს ცალკე უნდოდათ ფულის ახევა და მთავრობას და პოლიციას ცალკე. და, მოკლედ, ისეთი ატმოსფერო შეიქმნა ჩემს ირგვლივ, გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაგდეს. პრინციპული ადამიანი ვარ და ვერავის ეგეთ საქციელს ვერ გავუტარებდი - ვერც კრიმინალებს და ვერც მთავრობას და პოლიციას. და იარაღი ვიყიდე ჩემი და ჩემი ოჯახის დასაცავად, იმიტომ, რომ ჯუნგლური ატმოსფერო შემექმნა ირგვლივ.

არ მინდოდა რამე ისეთი მომხდარიყო, რომ ვინმეს რამე რომ გაებედა, მერე მე იარაღით მომიწევდა პასუხის გაცემა. 90-იანების ატმოსფეროში სხვანაირად თავს და ოჯახს ვერ დაიცავ, თან როცა 1 ხარ და აქეთ-იქით სულ „ნაღები საზოგადოება“ - აქეთ ქუჩის ელიტა, იქით ე.წ. კორუმპირებული მაფიოზური სამართალდამცავების ელიტა. და, მოკლედ, მეთქი, ვიღაცა ასეთ სიტუაციაში ტყვიას გამომტყუებსთქო და მეთქი, ცოტახანი გავერიდოთქო, რომ ეგეთ რაღაცეებს ვერ ვიტან და ვიცი, ნერვი მიმტყუნებდა.

მივადექი სარფის საზღვარს. მეთქი, მანქანას ჩამოვიყვან, თან იქიდანთქო, თან ცოტახანი ტვინს დავასვენებთქო. ისე ვიყავი, თავს ძლივს ვიკავებდი. და იქ უკვე ვიღაცას „ზემოდან“ დარეკილი ჰქონდა და კომპიუტერში რომ შეამოწმეს პირადობა, არ გამიშვეს — „ფინანსური პრობლემები გაქო“. და უკვე მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე, რადგან არც დავალიანება მქონდა რამე და არც არაფერი მქონდა დაშავებული, რომ რამე მიზეზი ჰქონოდათ ჩემი გაჩერების.

ვაკითხინე იმ ვიღაცაზე. მეთქი, კითხე, განმიმარტოს, რატომ არ მიშვებსთქო. და ასე მიპასუხა, აგდებული, ქუჩური ტონით: „თითონ იცისო“. კაროჩე, დონ კორლეონე გამეჩითა და ელარჯივით იწელებოდა.

ფინანსთა სამინისტროში ავიღე დოკუმენტი, რომ დავალიანება არ მქონდა და მათი მხრიდან საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა არ მქონდა. და მეთქი, ახლა გამიშვებენ და წავედი აეროპორტში. იქ შემოწმებაზე ისევ ჩემი პასპორტის მონაცემები რომ შეიყვანეს, დაიწყეს გადარეკვა-გადმორეკვები და ფუსფუსები და არ გამიშვეს. მაგ დოკუმენტითაც მითხრეს, რომ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მომეტანა დოკუმენტი, რომ მათი მხრიდან საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა არ მქონდა.

სულ 2 სტრუქტურაა, ვისაც შეუძლია არ გაგიშვას - ფინანსთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. და მეთქი, აქაც ავიღებ და უფლება არავის აღარ ექნება, რომ არ გამიშვანთქო.

მოკლედ, შსს-შიც ვიყავი, ავიღე დოკუმენტი, რომ საზღვრის კვეთაზე მათი მხრიდან შეზღუდვა არ მაქვს, რომ არც რაიმე საქმეა ჩემზე აღძრული, რომ არც ძებნაში არ ვარ და, მოკლედ, რომ სუფთა ვარ კანონთან და სახელმწიფოსთან.

მივადექი ისევ აეროპორტს და მეთქი, უეჭველი გავალ ახლა და ისევ არ გამიშვეს და ისევ შსს-ში წადიო. მეთქი, მანდ ხომ გამაგზავნე და აგერ მოგიტანე, რაც მთხოვე, და ისევ იქ წავიდე და იგივე დავაბეჭდინოთქო. და, მოკლედ, მივხვდი, რომ ვიღაცა კანონის გვერდის ავლით მბლოკავს - აი, ვიღაცა „ვაჟნი, ზემოდან“, რომ დარეკავს, თავში რომ აქვს ავარდნილი ძალაუფლება, თავი რომ ღმერთი გონია, ეგეთი ვიღაც, მოკლედ.

და მივმართე გენინსპექციას. მეთქი, კორუმპირებულ სამართალდამცავებს მაგათი მაინც შეეშინდებათთქო და მოვითხოვე რეაგირება. გენინსპექციასაც ვაჩვენე ორივე საჭირო დოკუმენტი, რომ მაქვს და უკანონოდ რომ არ მიშვებდნენ. და გენინსპექციასაც ვიღაცამ „ზემოდან“ დაურეკა და, მოკლედ, იმათმაც არაფერი ქნეს და ისევ შსს-ში წადიო.

და იქიდან მოტანილი დოკუმენტი ხელში მეჭირა და, მოკლედ, ასეთი ბესპრიძელი მოაწყვეს — ჩვეულებრივი ორგანიზებული კრიმინალი, უბრალოდ, ჰოლივუდის პონტში რომ აცვიათ ფორმები და ვისაც როგორც უნდათ, ისე ექცევიან და არცერთ სტრუქტურას რომ ფასი არ აქვს.

მოკლედ, ისეთი ატმოსფერო შემიქმნეს, რომ მიმახვედრეს: არ გაგახარებთო, ძალაუფლება ჩვენს ხელშია და იავნად დაგჩაგრავთ, ვერაფერს იზავო, რა...

პრინციპის საკითხია: 1 ლარი მომეციო, რომ ეთქვა, და გაგიშვებთო, შვილს სიცოცხლეს ვფიცავარ, იმ 1 ლარს არ მივცემდი, იმიტომ, რომ ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს. არც ადამიანურად არის მისაღები და არც სახელმწიფოებრივად.

გააგრძელეს ისევ. თან აქეთ-იქით ტყუილად მარბენინეს. ხან მანქანა წამართვეს - ღამე თბილისში ძებნაშია, ვიღაცას დაეჯახე და გაიქეციო. არადა, არავის დავჯახებულვარ. და თან, მე ვინმეს დავეჯახე და მარტო მანქანა გადაგყავს საჯარიმოზე და მე მიშვებ? ეგ ხო სისულელეა. მაგ დროს დამნაშავე მე გამოვდივარ და მეც უნდა წავეყვანე მაშინ.

მოკლედ, წამოვედი ტაქსით და მეორე დღეს რომ მივაწექი ამ საკითხზე, უკვე მიხვდნენ, რომ რამე უნდა მოეფიქრებინათ ამ ტყუილზე და სულ სხვა ოქმი დაწერეს, ვითომ რაღაც შეცდომა მოხდა და მსგავსი რაღაც.

მოკლედ, ასე ხან რითი გამაწამეს, ხან რითი. თან ისეთი მმართველობა გამოჩნდა, რომ შსს-ს მთლიან სტრუქტურა რომ არაფერია იმისთვის, ვინც „ზევიდან“ დარეკა. შსს-ს დოკუმენტი, რომ ყველანაირად სუფთა ვიყავი სახელმწიფოში, აღმოჩნდა, რომ უძლურია, როცა ვიღაცას „ზევიდან“ აქვს დარეკილი.

მოკლედ, სრულ უძლურებაში ჩამაგდეს, რომ ყველანაირად მართალი ხარ, ვიცით, მაგრამ გვკიდია და გჩაგრავთო. და ჩემი სიმართლე რომ ვერ გამქონდა, ნასვამზე მეთქი, ჰაერში გავისვრი ან უბრალოდ იარაღით გავალთქო გარეთ და დამიჭერენთქო. და იმედი მქონდა, რომ ეგრე მაინც გავაგონებდი ვინმეს ხმას და გამოძიებები და სასამართლოები რომ დაიწყებოდა, გაირკვეოდა სიმართლე.

ასე მოვხვდი ციხეში, სადაც ჩემი შეშინება და გაჩუმება სცადეს და ფსიქოლოგიურად მაწამეს საკანში გამოკეტილზე.

ფიზიკურად არავინ შემხებია, მაგრამ მიშა რომ იძახდა, მანქანა დამიყენეს, მასხივებენო, რაღაც ეგეთი აპარატურით მასხივებდნენ - ელექტრომაგნიტური აპარატით. ის ტექნოლოგიაა, მიტინგებს რომ შლიან და ადამიანების ფსიქიკაზე მოქმედებენ.

ზედა სართულიდან ვიგრძენი ამ აპარატის დასხივება, რომ დაიწყეს. თან ვიბრაცია აქვს და ხმაც აქვს და ვიცი, ზოგადად, ეგ ტექნოლოგია და მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე და რომ ვიღაცამ ჩემი წამება გადაწყვიტა ამ აპარატით.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, და მივახვედრე ესენი, რომ ვიცი, რასაც აკეთებთთქო. და სამარტოვო საკანში ადგილს ვიცვლიდი - ხან თავში გავდიოდი, ხან ბოლოში. ის ისეთი აპარატია, გადატანაა საჭირო, მთლიან საკანს ვერ უქაჩავს და ეტყობა, მძიმე იყო თან და ისმოდა ხმა.

იქით რომ დავიწყებდი ბირჟაობას (ვითომ), აიღებდნენ ამ აპარატს და იქით მხარეს გადმოქონდათ. მერე, რომ გადმოიტანდნენ, საითაც ვიყავი, ეგრევე იქით გავდიოდი. და იქაც რომ გავჩერდებოდი, მერე იქით გადმოქონდათ. და რომ მიხვდნენ, რომ დავარბენინებდი აქეთ-იქით, მერე მეორეც მოიტანეს და უკვე აზრი აღარ ჰქონდა საკანში ადგილის შეცვლას. და მეც დამერხა, პოლნი ხოდზე, და შემეტყო კიდეც.

ფსიქოლოგიურად გატეხვა უნდოდათ ყველანაირად და შეშინება. ძილით არ მაძინებდნენ. რომ დავწვებოდი დასაძინებლად, ჩაკიმარებისთანავე რაღაც ბრაგუნის ხმა და მაღვიძებდნენ. რომ უძილოდ რომ დღეებს ატარებინებ და თან რომ გასხივებენ, ფსიქიკისთვის დამანგრეველია და მაგარ ცუდ დღეში აღმოვჩნდი.

ძაან ცუდად ვიყავი. ერთი 30-ჯერ მაინც ვითხოვე, რომ ცუდათ ვარ, იქნებ კლინიკაში გადამიყვანეთ-მეთქი, იქ გატარებული დღეების მანძილზე.

კამერების დასანახად დიდად საკანში დავწერე S.O.S და სსსკ 144, რომ კამერაში ნათლად მოხვდებოდა მონიტორზე, დახედავდნენ თუ არა, ეგრევე დიდად თვალში გარკვევით მოხვდებოდა. მეთქი, ვინმე თუ მოისყიდეს, ყველა ასე ხომ არ იქნება, ვინმე პატიოსანი თანამშრომელი მაინც ხომ იქნებათქო. და აბა, გამოიცანით, რა მოყვა შველა რომ ვითხოვე.

მოვიდა ვიღაცა და მეთქი, მიშველიან, და „ზემოდან“ დაიბარეს, წაშალე ეგ რაც დაწერეო. დიდად რაც დავწერე - SOS და სსსკ 144 - ეგ კონსტიტუციის 144 მუხლია, წამება და არაადამიანური მოპყრობა.

შემდეგ მქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ამის კადრებიც არის საქმეში, მარა სადღაც 14-გან გადავიჭერი ხელი და მაინც გადავრჩი. საკმარისი სისხლი არ გამოვიდა საბოლოოჯამში, მიუხედავად იმისა, რომ სისხლი გაჩერებას ან შენელებას რომ იწყებდა, ხელით ისევ ვცდილობდი ჭრილობის გახსნას და გაფართოებას, რომ მეტი სისხლი გამოსულიყო.

მოკლედ, გადავრჩი. მერე ექიმთან ამიყვანეს და ხელი გასაკერიაო. და რომ არ ქონდათ გამაყუჩებელი, ბინტით გადავახვიოთო, მგონი, საკმარისიაო. და მეც არ შევიმჩნიე, რატომ შეიცვალა გაკერვაზე აზრი.

მოკლედ, ასეთი რაღაცეები გავიარე და ცოცხი და თითი ტრაკში არავის გაუკეთებია და ფიზიკურად არავინ შემხებია, მაგრამ ასე ჩუმი და ვიზუალურად შემჩნეველი წამების მეთოდები აქვს ქართულ ოცნებას.

ასევე იქ იძახდნენ ციხეში, რომ იმდენი თვითმკვლელობის მცდელობებია ხოლმე, ზუსტად ამ სიტყვებით თქვა: „ტრუპი ტრუპზე გაყავთო“.

საჯარო წერილის ბოლოს კი TV იმედს ვთხოვ, რომ ჩემ ცუდ ქცევაზე გაამახვილოს ყურადღება, ე.წ. ქარდში, და SOS და სსსკ 144 რომ დავწერე, ციხის კედლის კრასკის გაკაწვრის ან ტუალეტის ქაღალდის ზედმეტად მოხევაზე გაამახვილოს ყურადღება, რადგან სხვა არაფერი დამიშავებია და იქ და ვერც რაიმე წესის დარღვევას შემომედავებიან.

ერთადერთი, ასე, მმ, ყველაფრის მერე, იცით, რა მოხდა???

(თავს რომ იკლავდიო) - მაგაზე კიდე საქმე აღმიძრეს და ბრიტვა საკანში დაშლილ მდგომარეობაში რომ მქონდა, მაგაზე მქონდა სასამართლო.

8-9 თვეა, რაც გამოვედი გირაოთი. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ისევ და ეს ჩვენება ჯერ არ მიმიცია სასამართლოსთვის. ვაქვეყნებ საჯაროდ, რადგან ჩემს შემდეგ სასამართლო პროცესზე ამ ყველაფერსაც მოვყვები და მტკიცებულებებსაც მივიტან, რომლითაც მტკიცდება ჩემი მოყოლილი ისტორია, თუ როგორ ცდილობდა მთავრობიდან ვიღაც ფულის გამოძალვას და ეს ყველაფერი რომ ფანტასტიკის ჟანრი არ არის და არის დოკუმენტებით გამყარებული, ქრონოლოგიურად, კაზინოში ფულის მოგების დღიდან, რაც მოყვა შემდეგ.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ რამე დამემართა, ვისი ნახელავია და თუ რამე მოხდა, იცოდეთ, რომ ჯოჯოხეთში დაგელოდებით, იუდებო.

ყველა არასწორის დედას .......

იმედია, ჯოჯოხეთში ეშმაკი რამე თანამდებობაზე დამაყენებს და წმება იქ ნახეთ თქვენ, ბესლრიძელებთან მეც მოვიხსნი პრეძელებს...

ხო მართლა ზუსტად ესეთი უნიტაზებია მიწისქვეშეთში ე.წ. უსაფრთხო საკანში და მეტწილში მძღნერი იჭედება და მოკლედ სანამ ვინმე მოვა რო გაატანინოს მანამდე იმ სუნში ხარ და საჭმელიც მანდვე ახლოს უნდა ჭამო რო რამე.

ის დამავიწყდა ძაან ცუდათ რო ვიყავი კორპუსის უფროსს დაველაპარაკე მეთქი ან ციხის უფროსს შემახვედრეთ ან სახალხო დამცველთან დავრეკავთქო ( ჩამოკიდულია ციხეში თითქმის ყველგან რომ 24 / 7 ) ზე დარეკო სახალხო დამცველთან, მეთქი იქნებ ან ციხის უფროსის დავალებით მაინც ვინმეს გადავეყვანე კლინიკაში ან იქნებ სახალხო დამცველის ინსტიტუციასთქო აქვს რაიმე სახის ბერკეტი რომ კლინიკაში გადავეყვანე რო არ მივყავდი და დასარეკი დღე იყო თან და ტელეფონთან დასარეკათ რო მივდიოდი წინ გადამეღობა არ უნდოდა სახალხო დამცველთან რო დამერეკა და წამო შეგახვედრებ ციხის უფროსს დაგალაპარაკებთო და გავყევი მეც მეთქი დაველაპარაკებითქო და მე რო მეგონა რო ციხის უფროსთან დასალაპარაკებლად ვიყავი თურმე მომტეხა და ისევ მიწის ქვეშ რო კარცერები აქვთ ( სამარტოვო ) იქ ამომაყოფინა თავი...'' - ციტატის დასასრული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები