ქარელის მუნიციპალიტეტის მერია, წლევანდელ „ქარელობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ჯგუფ „ურსას“ კონცერტის გამართვას გეგმავს. ღონისძიება 2026 წლის 17 ოქტომბერს, ქალაქ ქარელში ჩატარდება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ბენდისთვის ჰონორარის სახით 25 000 ლარის გამოყოფას ითხოვენ. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა, ამ მოთხოვნით მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებას 29 სექტემბერს მიმართა.
თავის მხრივ, გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ეგნატაშვილმა თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე 1-ელ ოქტომბერს გამოსცა. ამჟამად მუნიციპალიტეტი თანხის გადარიცხვისთვის შესყიდვების სააგენტოსგან ოფიციალურ თანხმობას ელოდება.
სტატიის გამოყენების პირობები