საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. მას ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა და რეალიზაცია ედება.
„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი გამოცემას საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც, რომელიც ასევე ყოფილი ჟურნალისტია.
სტატიის გამოყენების პირობები