ახალი ამბები
10 ოქტომბერს „კასპობა“ გაიმართება - კონცერტზე ჯამში 20 000 ლარი დაიხარჯება

10 ოქტომბერს საქალაქო დღეობა „კასპობა“ გაიმართება. კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე მასპინძლებსა და სტუმრებს ღონისძიებაზე ეპატიჟება და მიმართავს: „გელოდებით“.

წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში, საზეიმო კონცერტზე მაყურებლის წინაშე ჯგუფი „ბანი“ და მომღერალი დოდონა ნამორაძე წარდგებიან. საკონცერტო პროგრამა საღამოს 19:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ჯგუფი „ბანი“ ჰონორარის სახით კასპის ბიუჯეტიდან 15 000 ლარს მიიღებს, ხოლო დოდონა ნამორაძე - 5 000 ლარს. შესაბამისად, მუსიკალური გაფორმებისთვის მუნიციპალიტეტი ჯამში 20 000 ლარს დახარჯავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები