ახალი ამბები
სათივეში ახალი ხიდის ასაშენებლად 9.5 მლნ ლარი გამოიყო - რა ბედი ელის ძველ საფეხმავლო ხიდს

ქვიშხეთთან ახლოს, სოფელ სათივეში მდინარე მტკვარზე ახალი ხიდის აშენება იგეგმება. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შესაბამისი ტენდერი 2 ოქტომბერს გამოაცხადა. ოფიციალური სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის განსახორციელებლად 9.5 მილიონი ლარი გამოიყო და ახალი ხიდი ძველის ნაცვლად უნდა აშენდეს.

აღსანიშნავია, რომ სოფელში არსებობს ძველი საფეხმავლო ხიდი, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. „ქართლის ამბები“ დაინტერესდა, თუ რა ბედი ელის ამ ნაგებობას ახალი პროექტის ფარგლებში.

საკითხის გასარკვევად მედია საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში განმარტეს, რომ პასუხს მხოლოდ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში გასცემდნენ, რასაც სტანდარტულად 10-დღიანი ვადა სჭირდება.

ამის ფონზე, ჟურნალისტები პირდაპირ პროექტის შემდგენელ კომპანია „კავტრანსპროექტს“ დაუკავშირდნენ. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ახალი ხიდის პროექტი ძველი საფეხმავლო ხიდთან ახლოს, დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით არის გათვალისწინებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები