გორის საპატრულო პოლიციის ცნობით, ქალაქში ტაქსის მძღოლი მართვის უფლების გარეშე მოძრაობდა. როგორც ირკვევა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, ომან ხუციშვილმა, საჯარიმო ოქმი განსახილველად მოსამართლეს დღეს წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე თავად დამრღვევი არ გამოცხადებულა.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მძღოლი პატრულმა რამდენჯერმე გააჩერა. „პატრულს ეხვეწებოდა, არ დამღუპოთო. ესპანეთში ვიყავი, იქიდან გამომიშვეს, აქ სახლი აღარ მაქვს და შემოსავლის მიზნით ტაქსაობა დავიწყეო", - აღნიშნა ომან ხუციშვილმა სხდომათა დარბაზში.
საბოლოოდ, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა საპატრულო პოლიციის ოქმი დააკანონა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ტაქსის მძღოლს ფულადი ჯარიმა დაეკისრა და, შესაბამისად, საჭის მართვა აეკრძალა.
სტატიის გამოყენების პირობები