ახალი ამბები
გორში ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის განმეორებით მართვისთვის ორი მძღოლი დააკავეს

გორში ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის ორი მძღოლი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაშია მხილებული. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი შემთხვევა უშუალოდ ქალაქში, მეორე კი - სოფელში მოხდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ორივე სამართალდამრღვევს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და მართვის უფლება ერთი წლით ჩამოართვა.

როგორც გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, ერთ-ერთი მძღოლი ქალაქში, კერძოდ, კომბინატის დასახლებაში, მშვიდობის გამზირზე შეაჩერეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პოლიციის ინფორმაციით ირკვევა, რომ აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის დაახლოებით ორი კვირის წინაც გააჩერეს. მიუხედავად ამისა, ის საჭესთან კვლავ დაჯდა და ავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში მართა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები