გორთან ახლოს ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა. შემთხვევა გორი-კარალეთის გზაზე, ავტობანის ხიდის სიახლოვეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილმა, რომელიც ორთაშენიდან გორის მიმართულებით მოძრაობდა, მოხვევის დროს წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, რამაც მისი გადაბრუნება გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი შესაბამისი უწყებების მიერ მოკვლევა მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები