დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უამინდობამ და უხვმა ნალექმა პრობლემები განსაკუთრებით სოფელ ზერტის მოსახლეობას შეუქმნა.
ადგილობრივები სტიქიის ამსახველ კადრებსა და ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „ეს ხდება სოფელ ზერტში, თოვლივით დადო", - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები გიორგი ცარელაშვილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
სტატიის გამოყენების პირობები