კასპში, კავთისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუმბულისა და ლაყე კვერცხების გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. შესაბამისი ნებართვის მისაღებად კომპანია „ჯიპიპის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ფირცხალაშვილმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია სპეციალური დანადგარის შეძენა, რომლის საშუალებითაც ბუმბულისა და ლაყე კვერცხების გამოწვა მოხდება. შედეგად მიღებული ცხოველური ცხიმი ცხოველთა საკვები დანამატის სახით გაიყიდება.
ვინაიდან კომპანიას საკუთარი ფრინველთა ფერმა აქვს, საწარმოს ნედლეულით მომარაგება არ გაუჭირდება. ამ ეტაპზე გარემოს ეროვნული სააგენტო არკვევს, მიადგება თუ არა ზიანი გარემოს ცხოველური ნარჩენების წვის შედეგად.
სტატიის გამოყენების პირობები