ახალი ამბები
გორში ვაშლის ფესტივალი გაიმართება

30, 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს გორში ვაშლის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების ინიციატორი ამჯერად კერძო კომპანიაა.

„ვაშლიფესტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადგილობრივი ფერმერების, მეწარმეებისა და კომპანიების მხარდაჭერა და მათი პროდუქციის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. სწორედ ამიტომ, მონაწილე კომპანიების შერჩევისას გორისა და შიდა ქართლის ადგილობრივ მწარმოებლებსა და მეწარმეებს პრიორიტეტი მიენიჭებათ“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ფესტივალის ორგანიზატორია სასტუმრო „გორი ინნი“. ფერმერებისა და კომპანიების შერჩევა განაცხადების საფუძველზე მოხდა. სტენდის დადგმასა და პროდუქციის რეკლამირებაში 300 ლარი დაეხარჯებათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები