ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.
როგორც ქარელის საავადმყოფოში „ქართლის ამბებს“ განუცხადეს, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ექვსი პირი იყო დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი. ნაწილი გაეწერა, ორი ისევ აგრძელებს მკურნალობას“, გვითხრეს საავადმყოფოში.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მოსწავლეები და მშობლები ძამის ხეობაში ექსკურსიაზე კასპიდან იყვნენ. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, ავტოსაგზაო შემთხვევა ბატეთის ტბის ასახვევთან, დაახლოებით 500 მ-ში მოხდა.
მისი ცნობით, ვიზიტორები ჯერ ბატეთის ტბაზე იყვნენ, შემდეგ კი ქოზიფასკენ მიდიოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე მოხდა.
სტატიის გამოყენების პირობები