ხაშურში, შინდარას დასახლებაში, მე-3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2024 წელს დაიწყო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დაწესებულება ამ დრომდე არ გახსნილა.
ხაშურის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და შენობაში ყველაფერი გამართულია. ამ ეტაპზე მხოლოდ ინვენტარის შეტანაა საჭირო. თუმცა, რა მიზეზით ვერ ხერხდება ინვენტარის შეტანა, გაერთიანებაში ინფორმაცია არ აქვთ.
„ეს უფრო მერიის შესაბამისმა სამსახურმა იცის“, გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში.
ამჟამად ხაშურის მე-3 საბავშვო ბაღის 35 აღსაზრდელი ხაშურის მე-6 საბავშვო ბაღში დადის. ბავშვებს ტრანსპორტი ემსახურება.
ხაშურის მე-3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებისთვის 3,6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
სტატიის გამოყენების პირობები