ახალი ამბები
პაპუაშვილის თქმით, რუსეთის მიერ ქართულ სასმელებზე აკრძალვის საფუძველი გაურკვეველია

„როგორც ვიცით, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის აკრძალვა და არა ზოგადად ღვინის ან სასმლის. გასაკვირია, საფუძველი გაურკვეველია. ხელისუფლება გაერკვევა ამ საკითხში და იმედია, შეიცვლება ეს გადაწყვეტილება. ინტერპრეტაციები, რომლებიც მოვისმინეთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ცალკე ინტერპრეტაციებია და ჩვენ კონკრეტული საფუძველი გაურკვეველია“, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, 2 დღის წინ, 10 ოქტომბერს, რუსეთმა ქართული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების რამდენიმე მწარმოებლის პროდუქციის იმპორტისა და გაყიდვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები