ახალი ამბები
ნიქოზში საერთაშორისო ანიმაციის XIII ფესტივალი გრძელდება

ნიქოზში გრძელდება საერთაშორისო ანიმაციის XIII ფესტივალი.

დღეს, ფესტივალის მეორე დღეს მაყურებელს ბაბელსბერგის კონრად ვოლფის სახელობის კინოუნივერსიტეტის სტუდენტური ანიმაციური ფილმები, დრეზდენის მოკლემეტრაჟიანი ფილმის საერთაშორისო ფესტივალის საბავშვო ნამუშევრები და პოლონური ანიმაციის პროგრამა წარუდგინეს.

12:00 საათზე ნაჩვენები იყო ბაბელსბერგის კინოუნივერსიტეტის სტუდენტური ფილმები:

  • „ადამიანი“
  • „ოცნებისკენ სწრაფვა“
  • „მაიმუნი დომინო“
  • „მთის ფერფლი“

დრეზდენის ფესტივალის საბავშვო ფილმები:

  • „ხალიჩაზე, ჩემი კარის წინ“
  • „ოცნების ლიანდაგები“
  • „ასტრალი“
  • „ხაზი 12“
  • „პირველი ფრენა“
  • „კიტო და მაია - სიზმრების სფეროს ზღაპრები“
  • „საკერავი მანქანა“

პოლონური ფილმების პროგრამა:

  • „ქართული ცეკვა“
  • „ტბაში ყველა თევზს სძინავს“
  • „ძვირფასო ლეო სოკოლოსკი“
  • „ცხენის პორტრეტი“
  • „დასაწყისში“
  • „ამაღამ წყალი დამესიზმრება“
  • „ვილსის ჭაობი“
  • „გადასახლების ფრთები“

დღის დასასრულს, 17:00 საათზე, გაიმართა ქართული ხალხური სიმღერის საღამო ანსამბლ „დიდგორის“ მონაწილეობით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები