ახალი ამბები
ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლებმა და ორგანიზაცია „სადაგის“ წევრებმა კასპის შესასვლელი დაასუფთავეს

კასპის შესასვლელი, ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, ორგანიზაცია „სადაგის“ წევრებმა დაასუფთავეს.

„დიდი მადლობა ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლებს, რომ ჩვენთან ერთად აგრძელებენ ეკოლოგიაზე ზრუნვას და უკვე მეორედ ვასუფთავებთ ერთად ჩვენ სამშობლოს“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

„სადაგი“ ცნობილია საქართველოს დამლაგებელთა გილდიას სახელწოდებით.

ორგანიზაციის წევრები შემდეგ გაემართნენ სხვილოს-ციხეზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები