არგუმენტები, განსხვავებული შეხედულებები და მნიშვნელოვანი
დისკუსიები - გორში ახალგაზრდული დებატების კვირა
გაიმართა.
60 განმცხადებლიდან შერჩეულმა 30-მა ახალგაზრდამ ადამიანის უფლებებისა
და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე იმსჯელა. მათ თავად შეარჩიეს
დებატების რეზოლუცია - „არასრულწლოვანთა უსაფრთხოება დაცული უნდა
იყოს“ - და საკუთარი არგუმენტებითა და განსხვავებული მოსაზრებებით
საინტერესო დისკუსია გამართეს.
გამოვლინდნენ საუკეთესო მომხსენებლები: ლუკა ხარიბეგაშვილი, სალომე
კობაიძე, იზა ტერტერაშვილი, ბარბარე ბურდული და მართა თედეევი.
დებატების ეროვნული ტურნირის საგზური კი მართა თედეევის, ნინი
კელენჯერიძისა და ნინო ბასილაშვილის გუნდმა მოიპოვა.
ღონისძიება გაეროს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), ასოციაცია „ბილიკის“,
განათლებისა და მართვის გუნდის (TEaM), საგანმანათლებლო ინიციატივების
ქართული ასოციაციისა და საქართველოს საგანმანათლებლო დებატების
ასოციაციის (EDAG) აქტიური თანამშრომლობით გაიმართა.
სტატიის გამოყენების პირობები